მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამენი: სევეროსი, მემნონი და მათთან 37 მოწამე
#წმინდათა ცხოვრება

მოწამენი: სევეროსი, მემნონი და მათთან 37 მოწამე თრაკიის ფილიპოპოლში აღესრულნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის (284-305 წწ.) დროს.

ქრისტეს სარწმუნოების მხნე აღსარებისათვის წმიდა სევეროსი საშინლად აწამეს,  ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს. როცა მმართველმა შეიტყო, რომ  წმიდა სევეროსმა ასისთავი მემნონი ქრისტიანობაზე მოაქცია, ისიც სატანჯველად გადასცა. მასთან ერთად ეწამა კიდევ 37 ქრისტიანი. ყველა მათგანს ხელ-ფეხი მოაჭრეს და გახურებულ ღუმელში შეყარეს.

მოწამე ლუკიუსი, სენატორი, ქრისტეს აღსარებისათვის მახვილით აჩეხეს კუნძულ კრეტაზე 310 წელს.

მოწამენი: ილიოდორე და დოსე (ანუ დოსა) ქრისტესათვის ეწამნენ სპარსეთში მეფე საპორ II-ის ზეობისას, 380 წელს.