| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი მაკარი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი მაკარი პელიკიტის სავანის წინამძღვარი იყო. ხატმბრძოლობის ერესის მძვინვარებისას მან დევნა და პყრობილება დაითმინა მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთგულებისათვის. წმიდა მამა გარდაიცვალა დაახლოებით 830 წელს. წმიდა ეკლესია მის ხსენებას 1 აპრილს აღასრულებს. |