მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი, კორონატი და მეგობარნი მათნი
#წმინდათა ცხოვრება

მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი, კორონატი და მეგობარნი მათნი ბითვინიის კესარიაში ეწამნენ. ისინი სანახაობებზე დადიოდნენ და წარმართებს მოუწოდებდნენ, დაეგმოთ კერპთა თაყვანისცემა. მადლიანმა მქადაგებლებმა მრავალი მოქციეს ქრისტიანობაზე. მმართველმა შენიშნა, რომ სახალხო სანახაობებს მაყურებლები სულ უფრო და უფრო აკლდებოდნენ და მარტვილები თავისთან მოიხმო. მათ მტკიცედ აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი, რისთვისაც მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად. ნადირები არ გაეკარნენ უფლის რჩეულებს. მაშინ ისინი სასტიკად აწამეს, შემდეგ კი ცეცხლში დაწვეს დაახლოებით 303 წელს.