| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოღვაწე დიომიდე
#წმინდათა ცხოვრება მოღვაწე დიომიდე კილიკიის ტარსოსში დაიბადა. იგი ექიმობაში ღრმად განსწავლული ქრისტიანი იყო და უანგაროდ კურნავდა როგორც ხორციელ, ისე სულიერ სნეულებებს. ეკლესია თაყვანს სცემს მას, როგორც მკურნალს და მეოხებას შესთხოვს ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღსრულებისას. წმიდანი ბევრს მოგზაურობდა სახარების ქადაგებით. როცა დიომიდე ქალაქ ნიკეაში ჩავიდა, იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305 წწ.) მხედრები გაგზავნა მის შესაპყრობად. ღვთის განგებით, ნიკომიდიისკენ მიმავალი წმიდა დიომიდე გზაში გარდაიცვალა ლოცვის დროს. მეომრებმა, იმის დასამტკიცებლად, რომ დავალება ნამდვილად შეასრულეს, ნეტარს თავი მოჰკვეთეს, მაგრამ მკრეხელობისათვის თვალის ჩინი დაკარგეს. შეშინებული და დაბრმავებული მეომრების დანახვისას დიოკლიტიანემ ბრძანა, მოწამის თავი ისევ უკან წაეღოთ. მხედრები ბრძანებას დაემორჩილნენ და მხედველობაც დაბურნდათ, რის შემდეგაც ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი. ღირსი ქერიმონ მეგვიპტელი ეგვიპტის სკიტის უდაბნოში მოღვაწეობდა. მისი სახელი იხსენიება პალადიუსის „ლავსაიკონში“ და ანბანურ პატერიკში. წმიდანის მღვიმე ტაძრიდან 40 სტადიონის დაშორებით მდებარეობდა. ღირსი მამა ას წელს გადაცილებული მიიცვალა ხელსაქმის დროს, IV საუკუნის ბოლოს ან V საუკუნის დასაწყისში. ნეტარ ქერიმონს ღირსი თეოდორე სტუდიელიც (ხს. 1 ნოემბერს) ახსენებს ყველიერის შაბათის საკითხავებში, ცისკრის კანონის VI გალობაში. |