| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ქრისტეფორე გურული
#წმინდათა ცხოვრება იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ქართულ ხელნაწერთა ფონდში დაცული ცნობის მიხედვით, 16 აგვისტოს იხსენიება წმიდა ქრისტეფორე გურული. მიუხედავად იმისა, რომ წმიდა ეკლესია ყოველთვის სათუთად ინახავს მათ ხსოვნას, რომლებმაც თავიანთი წმიდა ცხოვრება ან მოწამეობრივი სიკვდილით დაამტკიცეს ღვთის სიყვარული, სამწუხაროდ, არიან ისეთი წმიდანებიც, რომელთა მხოლოდ სახელებია ცნობილი და დარჩენილია ხსენების დღე. ჟამთა სიავემ და ჩვენმა უდებებამ დავიწყების სიღრმეს მისცა მათი ცხოვრება. მკვლევართა ვარაუდით წმიდა ქრისტეფორე XVI საუკუნის ქართველი მოღვაწეა. |