მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ემილიანე, კვიზიკელი ეპისკოპოსი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა ემილიანე, კვიზიკელი ეპისკოპოსი, ხატმბრძოლი იმპერატორის ლეონ სომეხის მმართველობის (813-820 წწ.) დროს განაგებდა კვიზიკის საეპისკოპოსო კათედრას. უღვთო იმპერატორმა სხვა მღვდელმთავრებთან ერთად სასახლეში მოუხმო მას და ხატთაყვანისცემის წმიდა წესის უარყოფა მოსთხოვა. წმიდა ემილიანემ პირველმა მიუგო მტარვალს, რომ ხატთაყვანისცემის საკითხი ეკლესიაში უნდა განიხილებოდეს სასულიერო პირთა მიერ და არა მეფის სასახლეში. 815 წელს ნეტარი მღვდელმთავარი მართლმადიდებლობის აღსარებისათვის დაატუსაღეს და გადაასახლეს. 820 წლებში მას პყრობილებაში აღმოხდა სული.