| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსმოწამე ევდოკია
#წმინდათა ცხოვრება ღირსმოწამე ევდოკია - დიდებული რომაელი ქალბატონი IV საუკუნეში ცხოვრობდა. სპარსეთის მეფე საპორმა სხვა 9000 ქრისტიანთან ერთად იგი ტყვედ ჩაიგდო. ტყვეობაში ნეტარი დედა ქრისტეს სარწმუნოებას ქადაგებდა სპარსელ ქალებს შორის და მრავალი მათგანი მოაქცია. ამისათვის უფლის რჩეული ხანგრძლივი და მრავალგვარი სატანჯველებით გვემეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს (დაახლ. 362-364 წწ.). |