მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე ივლიტა
#წმინდათა ცხოვრება

მოწამე ივლიტა ცხოვრობდა კაბადოკიის კესარიაში იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის (284-305 წწ.) დროს. ერთ-ერთმა წარმართმა მიითვისა მისი მამული. წმიდანმა სასამართლოს ძალით მოინდომა კუთვნილი ქონების დაბრუნება, მაგრამ უღმრთომ უარი განაცხადა, ივლიტა ქრისტიანია და ვერანაირი კანონი მას ვერ დაიცავსო. მსაჯულმა ნეტარს შესთავაზა, ჯერ კერპებისათვის შეეწირა მსხვერპლი, შემდეგ კი სამართლიანობის აღდგენაზეც ეზრუნა; მაგრამ წმიდა ივლიტამ მტკიცე უარი განაცხადა მზაკვრული პირობის შესრულებაზე. ქრისტეს ერთგულებისთვის ნეტარი დედა 304 წელს კოცონზე დაწვეს. მოწამეობრივი აღსასრულიდან 70 წლის შემდეგ წმიდა მღვდელმთავარმა, ბასილი დიდმა შექმნა სახოტბო სიტყვა წმიდანის განსადიდებლად.