მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამენი: ტროფიმე, თეოფილე და სხვა ათცამეტნი
#წმინდათა ცხოვრება

მოწამენი: ტროფიმე, თეოფილე და სხვა ათცამეტნი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305 წწ.) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს აწამეს. სამსჯავროზე წარმდგარმა მოწამეებმა გაბედულად აღიარეს ქრისტე და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადეს. ამისთვის ისინი სასტიკად აწამეს. შემდეგ კი წვივებდამსხვრეულნი ცეცხლში ჩაყარეს. სულიწმიდის მადლით განმტკიცებული და განკურნებული ქრისტეს ტარიგები სრულიად უვნებელნი გამოვიდნენ კოცონიდან და კიდევ უფრო ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი სარწმუნოება. უსჯულოებს წმიდათა მოდრეკის იმედი საბოლოოდ გადაეწურათ და მათ თავები მოჰკვეთეს.