მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე ფოკა
#წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე ფოკა შავიზღვისპირა ქალაქ სინოპში დაიბადა. იგი ჯერ მენავე იყო, შემდეგ კი - ქალაქ სინოპის ეპისკოპოსი. იმპერატორ ტრაიანეს მმართველობის (98-117 წწ.) დროს ქალაქისთავმა შეიპყრო წმიდა მღვდელმთავარი და სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვა. ქრისტეს მხნე აღმსარებელი მრავალგვარი წამების შემდეგ გახურებულ აბანოში შეაგდეს, სადაც მოწამეობრივად შეჰვედრა სული უფალს (117 წელს).

საუკუნეების შემდგომ, კერძოდ 403-404 წლებში მღვდელმოწამის სასწაულმოქმედი ნაწილები სინოპიდან საზეიმოდ გადაასვენეს ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში. ამ მოვლენას მართლმადიდებლური ეკლესია განსაკუთრებული ზეიმით აღნიშნავს 22 ივლისს (ახალი სტილით 4 აგვისტოს), ხოლო თავად წმიდანის ძირითადი ხსენების დღე აღინიშნება 22 სექტემბერს (ახალი სტილით 5 ოქტომბერს).