| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა სალომე ქართველი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა სალომე ქართველის შესახებ ცნობას გვაწვდის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვინაქსარი: „ამასვე დღესა (20 ივლისი) წამებაი სალომე ქართველისაი, რომელი პირველ შესცთა სპარსთა მიერ და ქრისტე უარყო. ამის შემდომ კუალად აღიარა სარწმუნოებაი ქრისტესი და თავი წარეკუეთა და ცეცხლის მიერ სრულ იქმნა წამებაი მისი“. მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) თავის „მიმოსვლაში“ აღნიშნავს, რომ „მუნ (ე.ი. იერუსალიმის ჯვრის მონასტერში) წამებული წმიდა მოწამე სალომე, რამეთუ შეუპყრიესთ უსჯულოთა და დატევებისათვის სჯულისა აიძულებდნენ რა, განბასრა სარწმუნოება მათი მხნემან მან. ამის შემდგომად ცეცხლითა და მახვილითა უწამებიათ სანატრელი იგი. როგორც ჩანს, სალომე ქართველი იყო იერუსალიმის დედათა სავანეში მოღვაწე ქალი. ვარაუდობენ, რომ ის ეწამა ლუკა იერუსალიმელის (1227 წ. ხს. 12 თებერვალს) მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ. |