მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე იაკინთე
#წმინდათა ცხოვრება

მოწამე იაკინთე ქალაქ ამასტრიდაში მცხოვრებ კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა. ახალშობილს სახელი სასწაულებრივად გამოცხადებულმა ანგელოზმა დაარქვა. ჩვილი ჯერ კიდე სამი წლისა იყო, როდესაც მათ მახლობლად მცხოვრებ ქრისტიანთა ოჯახში პატარა ბავშვი გარდაიცვალა. მშობლებისა და ახლობლების მწუხარებამ და ტირილმა ძალიან იმოქმედა პატარა იაკინთეზე და მან მხურვალე ლოცვით სთხოვა უფალს, გაეცოცხლებინა იგი. უფალმა მისი ლოცვით მიცვალებული ყრმა მკვდრეთით აღადგინა. ამის შემდეგ ორივე ყმაწვილი ერთად იზრდებოდა, ერთად იღწვოდნენ კეთილმსახურებაში.
ერთხელ, წამოზრდილმა წმიდა იაკინთემ იხილა, თუ როგორ სცემდნენ წარმართები თაყვანს ხეს და მათი გონების სიბრმავით გულშეძრულმა ხე მოჭრა. ამისათვის უღმრთოებმა იგი სასტიკად აწამეს: კბილები ჩაუმსხვრიეს, ბაწრებით გაკოჭილი ათრიეს და ბოლოს საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც შეჰვედრა კიდეც სული უფალს (ეს მოხდა არა უგვიანეს
IV საუკუნისა).