| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოწამენი პავლე, ალევტინა და ქიონია
#წმინდათა ცხოვრება მოწამენი პავლე, ალევტინა და ქიონია ეგვიპტელები იყვნენ. იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311 წწ.) მიერ ქრისტიანთა დევნისას ისინი შეიპყრეს, ჯერ მძიმე სამუშაოები მიუსაჯეს ქვის სამტეხლოებში, შემდეგ კი პალესტინის კესარიაში წაიყვანეს ქრისტეს სხვა აღმსარებლებთან ერთად. სამსჯავროზე უსჯულოებმა ვერ შეძლეს, ღვთის რჩეულთა მოდრეკა, გამხეცებულებს, ენით აღწერელი სატანჯველებით აწამეს ისინი, ბოლოს კი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. დები - ალევტინა და ქიონია ცეცხლში დაწვეს, პავლეს კი - თავი მოჰკვეთეს 308 წელს. |