| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოწამე მარკიანე
#წმინდათა ცხოვრება მოწამე მარკიანე იკონიაში დაიბადა. თავისი მხურვალე ქადაგებით მან სიჭაბუკეშივე ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ამისათვის კერპმსახურებმა წმიდანი აწამეს, შემდეგ კი კაბადოკიაში გაგზავნეს მმართველ პერენიუსთან. უსჯულო ხელისუფალი ხან ლიქნით, ხან მუქარით ცდილობდა ჭაბუკის გადაცდენას მაცხოვნებელი გზიდან, მაგრამ იგი მედგრად აღიარებდა ქრისტეს და ამხელდა უსულო კერპების მსასოებელი მმართველის უგნურებას. განრისხებულმა პერენიუსმა ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ ნეტარი მარტვილი, მაგრამ სატანჯელებმა ვერ მოდრიკა უფლის რჩეული. ბოლოს უსჯულოებმა წმიდა მარკიანეს თავის მოკვეთა მიუსაჯეს (258 წელს). |