| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოწამე სერაპიონი
#წმინდათა ცხოვრება მოწამე სერაპიონი იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის (193-211 წწ.) ზეობისას მოღვაწეობდა. ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანი შეიპყრეს და მმართველ აკვილას სამსჯავროზე წარადგინეს, სადაც მან გაბედულად აღიარა თავისი სარწმუნოება. ამით გამხეცებულმა წარმართებმა სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში გამოამწყვდიეს ნეტარი. მაცხოვარმა სასწაულებრივი გამოცხადებით გაამხნევა და ჭრილობათაგან განკურნა უფლის რჩეული. როცა უღმერთოებმა სამსჯავროზე ხელახლა წარმდგარი სერაპიონი სრულიად უვნებელი იხილეს, განრისხებულებმა ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. მარტვილმა კოცონზე შეჰვედრა სული უფალს. |