| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსმოწამე კინდეოს ხუცესი
#წმინდათა ცხოვრება ღირსმოწამე კინდეოს ხუცესი პამფილიის სოფელ სიდაში მსახურობდა. იმპერატორ დიოკლიტიანეს (284-305 წწ.) მიერ მართლმორწმუნეთა სასტიკი დევნისას იგი შეიპყრეს და კოცონზე დაწვა მიუსაჯეს. მხედრები, რომლებსაც ნეტარი დასასჯელად მიჰყავდათ, გზაში ტყისმჭრელს გადაეყარნენ და წაართვეს შეშის დიდი შეკვრა კოცონის დასანთებად. კინდეოსმა ჯიბიდან 30 სპილენძის მონეტა ამოიღო და გაუწოდა დამაშვრალ მუშაკს, შემდეგ კი ტვირთი მხრებზე შეიგდო და დასჯის ადგილზე თავად მიიტანა. ამ დროს საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა, წამოვიდა წვიმა და კოცონი ჩააქრო. როცა ქარიშხალი ჩადგა, ნეტარმა მარტვილმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წარმართულმა ქურუმმა, რომელიც კინდეოსის წამებას ესწრებოდა, წმიდანის ქადაგებისა და სასწაულის გავლენით, მეუღლესთან ერთად იწამა ქრისტე. ახალმოქცეულებმა მოწამის ცხედარი პატივით მიწას მიაბარეს. |