მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამენი ვიანორე და სილუანე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა ვიანორე მცირე აზიის პისიდიის ოლქში დაიბადა. ქრისტეს აღსარებისათვის იგი შეიპყრეს და ლიკაონიის ქალაქ ისავრიის მმართველს მიჰგვარეს. უსჯულო ხელისუფალმა წმიდანს მაცხოვრის სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვა, მაგრამ ვიანორემ უარი განაცხადა და მრავალგვარი წამების მიუხედავად, მოუდრეკელი დარჩა. მარტვილის მოთმინების თვითმხილველმა წარმართმა სილუანემ ირწმუნა და აღიარა ქრისტე, რისთვისაც ენა მოაჭრეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. ხანგრძლივი წამებით დაუძლურებულმა ვიანორემაც მისი ხვედრი გაიზიარა-მტარვალებმა იგი მახვილით მოკლეს.

წმიდა მარტვილების წამების თარიღი ზუსტად არაა ცნობილი. ვარაუდობენ, რომ ისინი იმპერატორ დიოკლიტიანეს (284-305 წწ.) ზეობისას აღესრულნენ.