მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა აპოლონი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა აპოლონი ლიდიის (მცირე აზია) ქალაქ სარდში დაიბადა. იგი დაუფარავად ქადაგებდა ქრისტეს, რისთვისაც უსჯულოებმა დაატუსაღეს. ნეტარი მარტვილი დიდხანს აწამეს, ბოლოს კი ჯვარზე მიამსჭვალეს. ეს მოხდა იკონიაში, იმპერატორ დეკიუსის (249-251 წწ.) ან ვალერიანეს მმართველობის (253-259 წწ.) დროს.