მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსმოწამეები: პათერმუთე, კოპრე და მოწამე ალექსანდრე
#წმინდათა ცხოვრება

ღირსმოწამეები: პათერმუთე, კოპრე და მოწამე ალექსანდრე იმპერატორ იულიანე განდგომილის მმართველობის (361-363 წწ.) დროს აღესრულნენ ქრისტესათვის. პათერმუთე და მისი მოწაფე კოპრე ეგვიპტის უდაბნოში მოსაგრეობდნენ. როცა იმპერატორმა შეიტყო განდეგილი მამების შესახებ, თავისთან მოიხმო ისინი და შეეცადა, ცბიერებით გადაებირებინა და წარმართობისკენ მიედრიკა. იგი ამბობდა: „ადრე მეც ქრისტიანი ვიყავი, მაგრამ შემდეგ დავრწმუნდი, რომ ხსნის მონიჭება მხოლოდ წარმართულ ღვთაებებს შეუძლიათ“. კოპრე მოხიბლა მეფის დაპირებებმა და უარყო მაცხოვარი, მაგრამ შემდეგ მოძღვრის ლოცვებით და ცრემლიანი შეგონებებით შეიგნო თავისი დაცემის სიღრმე, სინანულს მიეცა და კვლავ აშკარად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. იმპერატორი განარისხა კოპრეს კადნიერებამ და მისი წამება ბრძანა. წმიდა პათერმუთე მოთმინებისკენ მოუწოდებდა და განამტკიცებდა უფლის რჩეულს. ერთ-ერთმა მეომარმა, ალექსანდრემ, მარტვილის ტანჯვა რომ იხილა, ირწმუნა ქრისტე, რისთვისაც ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს, პათერმუთესა და კოპრეს კი თავები მოჰკვეთეს.