მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი თომა მალეელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი თომა მალეელი მხედართმთავარი იყო. ახოვანი რაინდი ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა ბრძოლის ველიდან, არც დიდება და პატივი აკლდა, მაგრამ ქრისტეს სიყვარულმა დააძლევინა წარმავლის სიყვარული და მონაზვნად აღიკვეცა.

ღვთაებრივი ტრფიალებით აღძრული მონაზონი გამოცდილ ბერმონაზვნებს აკითხავდა და მდაბლად ითხოვდა მათგან სულიერ დამოძღვრას. რამდენიმე წლის შემდეგ თომამ მეუდაბნოებრივ ცხოვრებაზე მიიღო კურთხევა და წმიდა ელია წინასწარმეტყველის სასწაულებრივი გამოცხადებით გამხნევებულმა, მალეის მთას მიაშურა (ათონის აღმოსავლეთი ნაწილი).

წმიდანის ირგვლივ თანდათან შემოიკრიბნენ სულიერი მოღვაწეობის მსურველები და წმიდა მამა ბერ-მონაზონთა დიდი მოძღვარი და მასწავლებელი შეიქმნა. უფალმა თავისი სათნომყოფელი კურნებისა და სასწაულთქმედების ნიჭით დააჯილდოვა.

ღირსი თომა მალეელი მშვიდობით მიიცვალა X საუკუნეში.