| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოწამე კოინტე
#წმინდათა ცხოვრება მოწამე კოინტე ფრიგიაში დაიბადა. ქრისტიანმა მშობლებმა იგი კეთილმსახურებით აღზარდეს. ნეოლიდაში ჩასული წმიდანი მრავალ ქველ საქმეს აღასრულებდა და ეშმაკეულებს ლოცვით კურნავდა. ოლქის მმართველი რუფოსი შეეცადა, წარმართული კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეთანხნებინა წმიდანი, მაგრამ, ღვთის განგებით მმართველი, ბოროტმა სულმა შეიპყრო. ნეტარმა კოინტემ ქრისტეს სახელით განკურნა იგი. მომხდარით სულშეძრულმა და მადლიერებით აღვსილმა რუფოსმა უფლის რჩეული დაასაჩუქრა და გაათავისუფლა. წმიდა მოსაგრე პერგამონისკენ გაემართა. გზაზე იგი ქალაქ კიმის მკვიდრმა წარმართებმა შეიპყრეს და ქრისტეს აღსარებისათვის აწამეს. კოინტეს თავად უფალი გამოესარჩლა: მიწა ისე ძლიერ შეირყა, რომ წარმართული საკერპო ნამსხვრევებად იქცა. დამფრთხალმა ღვთისმგმობელებმა წამება შეწყვიტეს, მაგრამ ახალი მმართველის, კლეარქის ჩასვლამდე მაინც ბორკილებში ამყოფებდნენ აღმსარებელს. კლეარქმა ბრძანა, მუხლები გადაემსხვრიათ მისთვის, მაგრამ, სულიწმიდის მადლით, ნეტარი სასწაულებრივად განიკურნა წყლულებისაგან. ამის შემდეგ წმიდა კოინტემ კიდევ ათი წელი იცხოვრა და მრავალი სასწაულიც აღასრულა. 283 წელს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. |