| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოწამენი: ვალენტინე ხუცესი, ასტერიოსი მარინი, მართა, ავდიფაქსი, ამბაკუმი, კვირინე და სხვანი მრავალნი
#წმინდათა ცხოვრება მოწამენი: ვალენტინე ხუცესი, ასტერიოსი მარინი, მართა, ავდიფაქსი, ამბაკუმი, კვირინე და სხვანი მრავალნი, რომში წამებულნი. იმპერატორ კლავდიუს II-ის (268-270 წწ.) მეფობაში წმიდა მარინი მეუღლე მართასთან და ვაჟიშვილებთან - ავდიფაქსთან და ამბაკუმთან ერთად სპარსეთიდან რომში წავიდა წმიდა მოციქულების, პეტრესა და პავლეს საფლავთა თაყვანსაცემად. ამ დროს რომში ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო, მართლმორწმუნეებს აპატიმრებდნენ, აწამებდნენ, სიკვდილით სჯიდნენ... მარინმა ცოლ-შვილთან ერთად პყრობილ ქრისტიანთა მსახურება და წმიდა მოწამეთა გვამების დაფლვა იტვირთა. როცა სოლარის გზასთან მიწის სათხრელად გაგზავნილი 260 ქრისტიანი, მათ შორის ტრიბუნი ვლასტიც მოკლეს. წმიდათა ოჯახი ღამით ხუცეს იოანესთან ერთად უჩუმრად მიასვენებდა მარტვილთა ცხედრებს კატაკომბებში და პატივით კრძალავდა. საპყრობილეში მიბრუნებისას მათ შეიტყვეს, რომ წინა დღეს სიკვდილით დაესაჯათ ტყვე კვირინე, რომელსაც სიყვარულით ემსახურებოდნენ ქრისტესთვის დათმენილი მრავალი სატანჯველის გამო. ნეტარმა მოღვაწეებმა მოძებნეს და მიწას მიაბარეს მისი ცხედარი. ამის შემდეგ მარინი, მართა და მისი ძენი მდევებს განერიდნენ, მაგრამ უფალმა ისურვა, მოწამეობრივი აღსასრულით გაებრწყინებინა თავისი სათნომყოფელნი. წარმართებმა თავი მოჰკვეთეს ქრისტეს მხნე აღმსრებელს, საკვირველთმოქმედ ხუცეს ვალენტინეს, დიდებულ კარისკაც ასტერიოსს. სიკვდილით დასაჯეს მათთან თავშეფარებული სპარსელი მოღვაწეებიც: მარინი, ავდიფაქსი და ამბაკუმი. წმიდა მართა მდინარეში დაახრჩვეს 269 წელს. |