მთავარი გვერდი - ლოცვანი

ძილად მისვლის ლოცვები

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოვლისავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო სულნი ჩვენნი.1

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდისა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ყოვლად-წმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ; უფალო გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან; მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი; წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩვენნი, სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის). დიდება, აწდა.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ.

ამის შემდეგ ეს ტროპარნი:

მიწყალენ ჩვენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონთ ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ, მიწყალენ ჩვენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩვენთა, არამედ მოიხილე ჩვენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩვენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი, და ჩვენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩვენზედა და შეგვიწყალენ ჩვენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა, უფალო შეგვიწყალენ (12-გზის).

ლოცვა 1–ლი, წმიდისა დიდისა მაკარისა ღვთისა მამისადმი

ღმერთო საუკუნეთაო და მეუფეო ყოვლისა არსებისაო, რომელმან ღირს მყავ მე მოწევნად ჟამსა ამას, მომიტევენ მე ცოდვანი ჩემნი, რომელნიცა ვქმენ დღეინდელსა დღესა, საქმით, სიტყვით და გულისხმისყოფით; და განწმიდე, უფალო, მდაბალი სული ჩემი ყოვლისა ბიწისაგან ხორცისა და სულისა, და მომეც მე, უფალო, ღამესა ამას შინა ძილად მისვლა მშვიდობით, რათა აღვსდგე მდაბლისა ჩემისა სარეცელისაგან, სათნო ვეყო წმიდასა სახელსა შენსა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, და განვაგდო ბრძოლნი მტერნი ჩემნი, ხორციელნი და უხორცონი, და მიხსენ მე, უფალო, ამაოსა გულისთქმათაგან, შემაგინებელთა ჩემთა, და საწადელთაგან ბოროტთა, რამეთუ შენი არს მეუფება, ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა მე-2 უფლისა იესო ქრისტესი

უფალო იესო ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, შემიწყალე მე უღირსი ესე მონა შენი, და განფხვარ გონებისა ჩემისაგან გულისსიტყვა უჯერო და ვნებული, რომელი ეგე კურთხეულ ხარ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა მე-3 სულისა წმიდისადმი

უფალო, მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა, რაოდენიცა ვითარცა კაცმან ვსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიედ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა; გინა თუ ვფუცე სახელი შენი წმიდა, გინა თუ ვაფიცე, გინა ცილი ვწამე. გინა თუ ვგმე გონებითა, გინა თუ ვაგინე ვისმე, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა, გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ურცხვინოებით ვზრახე, ანუ ბილწებით, გინა ვიცინე უგნურებით, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავლსბი. ანუ შეუტყუვებელნი ჩემნი კადნიერები ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა. ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელს ვყოფდი უსჯულოებათა, გინა თუ ლოცვა ჩემი უდებ-ვყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიეს და არა მახსოვან, - უფალო, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ, მამასა და ძესა და წმიდისა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა მე-4 წმიდისა მაკარი დიდისა

უფალო, ღმერთო ჩვენო, რაიცა შეგცოდე დღეინდელსა ამას დღესა, სიტყვით, საქმით და გულისხმისყოფით, ვითარცა კაცთმოყვარემან, მომიტევენ მე; მშვიდობისა ძილი და უშფოთველობა მომანიჭე მე; ანგელოსი შენი, მფარველი მომივლინე, მფარველი და დამცველი ჩემი ყოვლისაგან ბოროტისა; რამეთუ შენ ხარ მფარველი სულთა და ხორცთა ჩვენთა და შენდა დიდებასა აღვავლენდეთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა მე-5, წმიდისა ანგელოზისა მიმართ

წმიდაო ანგელოზო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, მცველო და მფარველო მდაბლისა სულისა და ხორცთა ჩემთაო, რაოდენიცა რა განგამწარე, ანუ შეგაწუხე დღეინდელსა ამას დღესა, სიტყვით, ანუ საქმით, შემინდევ და დამიფარე ღამესა ამას ყოვლისა განცდისა საფრთხეთაგან ეშმაკისათა, რათა არა განვარისხო კაცთმოყვარე ღმერთი, და აღმხოცოს წიგნისა მისგან ცხოველთასა, არამედ ღირსად გამომაჩინე მისისა კაცთმოყვარეობისა და სახიერებისა, რამეთუ კურთხეულ არს ყოვლად წმიდა სახელი მისი უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კონდაკი ღვთისმშობელისა

ზესთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვსწერთ, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მომანი შენნი. არამედ, ვითარცა გაქვს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩვენ, რათა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო, გიხაროდენ სძალო უსძლოო.
უფროსად დიდებულო და მარადის ქალწულო, დედაო ქრისტეს ღვთისაო, შესწირე ლოცვა ჩვენი ძესა შენსა, და ღმერთსა ჩვენსა, რათა აცხოვნოს სულნი ჩვენნი.
ყოველი სასოება ჩემი შენზედა დამიძს, დედაო ღვთისა, დამიფარე მე საფარველსა ქვეშე შენსა.

ლოცვა წმიდისა იოანიკე დიდისა

სასოება ჩემდა მამა, შესავედრებელად ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სული წმიდა, სამებაო წმიდაო, დიდება შენდა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა, უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

ლოცვა წმიდისა იოანე დამასკელისა

განანათლენ თვალნი ჩემნი, ქრისტე ღმერთო, ნუ უკუე დავიძინო მე სიკვდიდ, ნუ სადა სთქვას მტერმან ჩემმან: მრე ვეყავ მას.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შემწე სულისა ჩემისა იქმენ, ქრისტე ღმერთო, რამეთუ შორის საბრთხეთა მრავალთა ვვალ, მიხსენ მათგან და მაცხოვნე მე, ვითარცა სახიერმან და ვითარცა კაცთმოყვარემან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლად დიდებულო, დედაო ღვთისაო და წმიდათა ანგელოზთა უწმიდესო, დაუდუმებელად გადიდებთ გულითა და პირითა, და ღვთისმშობლად აღგიარებთ შენ, რამეთუ ჭეშმარიტად გვიშევ ჩვენ ღმერთი ხორცითა, და მეოხ ხარ მარადის სულთა ჩვენთათვის.

ლოცვა მე-6, პატიოსნისა და ცხოველსმყფელისა ჯვარისადმი

აღსდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა. ვითარცა მოაკლდეს კვამლსა, მოაკლდენ და ვითარცა ცვილი რა დასდნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარსწყმდენ ეშმაკნი პირისაგან მათისა, რომელთა უყვართ ღმერთი და გამოისახვენ პირჯვარსა და სიხარულითა იტყვიან: გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო და ცხოველსმყოფელო ჯვარო უფლისაო, განმდევნელო ეშმაკთა შენზედა ჯვარცმულისა ძალითა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, ჯოჯოხეთსა შინა შთასვლითა ეშმაკისა ძალისა დამთრგუნველისა, რომელმანცა მოგვანიჭა ჩვენ ჯვარი მისი ყოვლადპატიოსანი განსადევნელად ყოველთა წინააღმდგომთა ძალთა. ჰოი, ყოვლადპატიოსანო და ცხოველსმყოფელო ჯვარო უფლისაო! შეგვეწიე ჩვენ ყოვლადწმიდისა ქალწულისა ღვთისმშობლისა, და ყოველთა წმიდათა თანა უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა, სათქმელი ცალკე

გვიხსენ, გვილხინე და მოგვიტევენ, ღმერთო, ცოდვანი ჩვენნი ნებსითნი და უნებლიეთნი, საქმითნი, სიტყვითნი. გულისსიტყვითნი და მოგონებითნი, დღისითნი და ღამითნი, გონებით და გულისხმისყოფით, ყოველნივე ცოდვანი ჩვენნი შეგვინდევ, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან.

ლოცვა

სახიერო უფალო, შეუნდევ მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩვენთა. კეთილისმყოფელთა ჩვენთა კეთილი უყავ, ძმათა ჩვენთა, და თვისთაცა მომადლე საცხოვნებელი თხოვაი მათი, და ცხორება საუკუნო. რომელნი სნეულ არიან, დაიცევ და კურნება მიმადლე. რომელნი ზღვასა შინა იჭირვიან, შეეწიე. მოგზაურთა თანამავალ ექმენ. განაძლიერე ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი ბრძოლასა შინა. რომელნი გვიღვწვიან ჩვენ, და გვწყალობენ, მიმადლე მათ შენდობა შეცოდებათა. რომელნიცა ლოცვასა შემოვედრებულ არიან ჩვენ უღირსთასა, შეიწყალენ დიდითა შენითა წყალობითა. მოიხსენე, უფალო, პირველ გარდაცვალებულნი მამანი და ძმანი ჩვენნი, და განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა. მოიხსენე, უფალო, ძმანი ჩვენნი რომელნი ტყვეობასა შინა არიან, და იხსენ იგინი ყოვლისაგან განსაცდელისა.

მოიხსენე, უფალო, ნაყოფის მომრთმეველნი და კეთილისმოქმედნი წმიდათა ეკლესიათა შენთანი, და მიეც მათ საცხოვნებელი თხოვაი მათი, და ცხოვრება საუკუნო. მომიხსენე, უფალო, ჩვენცა. მდაბალნი და ცოდვილნი და უხმარნი მონანი შენნი და განანათლენ გონებანი ჩვენნი ნათლითა მეცნიერებისათა, სვლად გზასა მცნებათა შენთასა. მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა, და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3–გზის)

უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.

ლოცვა დაწოლის წინ სავედრებელი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა მიმართ სამარადისო

ყოვლისა ნათესავისა კაცთასა სასოებაო და სიტკბოებაო, სამკაულო ყოველთა არსთა შექმნილთა, უბრწყინვალესო ნათელო, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო ქალწულო, რომელმან პირველ ჟამთა გამომხსნელი იგი ნათელი აღსასრულსა ჟამთასა ხორცითა გვიშევ ჩვენ და ბნელისა იგი მაოტებელი ცისკარი მზისა მის სიმართლისა დასვლასა მზისასა, ვითარცა ელვა, აღმოგვიბრწყინვე, მოგვიხსენენ ჩვენცა, რომელნი ესე მოსრულ ვართ თაყვანისცემად სიწმიდისა შენისა და წადიერად სურვილით ვხადით სახელსა შენსა წმიდასა, წარსრული ამის დღისა მტერისა მიერნი წყლულებანი სულთა ჩვენთანი განაქარვენ, რამეთუ შენ გესავთ, მოიხილე ჩვენზედა ტკბილითა მაგით მეოხებითა შენითა, უბიწოო, წყალობის მომრთმეველ გვექმენ ჩვენ ძისაგან შენისა, რათა სიბნელესა ამას წინამდებარესა ღამისასა შენ მიერ ყოველთაგან საფრთხეთა და დაბრკოლებათა ეშმაკისათა უვნებელად თანაწარვხდეთ და კვალად ცისკრისა გალობასა ურცხვენელითა და მხიარულითა პირითა აღვიმსთოთ, დიდებისმეტყველებად და მადლობისა შეწირვად ძისა და ღვთისა შენისა, უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაწოლის წინ გამოისახე პირჯვარი და ჯვარი გადასახე სარეცელსაც შემდეგი სიტყვებით: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ.“

1აღდგომიდან ამაღლებამდე ამ ლოცვის ნაცვლად იკითხება ტროპარი: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი" (3-გზის). ამაღლებიდან სულთმოფენობამდე ლოცვებს ვიწყებთ „წმიდაო ღმერთო"-თი