მთავარი გვერდი - ლოცვანი

ალილუია, 110

1. აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა ზრახვასა შინა წრფელთასა და შესაკრებელსა. 2. დიდ არიან საქმენი ღმრთისანი, გამოსაძიებელ არიან ყოველსა შინა ნებანი მისნი; 3. აღსაარებულ და დიდად შუენიერ არიან საქმენი მისნი, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე. 4. სახსენებელ-ჰყო საკვირველებათა მისთაი, მოწყალე და შემწყნარებელ უფალი. 5. საზრდელი მოსცა მოშიშთა მისთა, მოიხსენოს უკუნისამდე აღთქუმისა თვისისაი. 6. და ძალი საქმეთა თვისთაი უთხრა ერსა თვისსა მიცემად მათდა სამკვიდრებელი წარმართთაი. 7. საქმენი ხელთა მისთანი ჭეშმარიტებაი და განკითხვაი; სარწმუნო არიან ყოველნივე მცნებანი მისნი, 8. განმტკიცებულ არიან უკუნითი უკუნისამდე, შექმნულ არიან ჭეშმარიტებით და სიწრფოებით. 9. ხსნაი მოუვლინა ერსა თვისსა, ამცნო უკუნისამდე აღთქუმაი თვისი; წმიდა არს და საშინელ სახელი მისი. 10. დასაბამი სიბრძნისაი შიში უფლისაი, ხოლო გულისხმის-ყოფაი კეთილი ყოველთა, რომელთა ჰყონ იგი, და ქებაი მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე.